LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი საქმროს საიენტოლოგის გამო დაშორდა

113

მერაია ქერისთვის საქმროს, ავსტრალიელი მილიარდერის გადაწყვეტილება დაშორების შესახებ გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

მერაიამ გადაწყვიტა, მატერიალური მოგება მაინც ნახოს საქმროსთან დაშორებისას და პეკერისგან 50 მლნ დოლარს მოითხოვს.

ამასთან, მომღერალმა განაცხადა, რომ მათი დაშორება მესამე ადამიანის ბრალია და ის ცნობილი საიენტოლოგი ტომი დევისია. ქერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ავსტრალიელი მილიარდერი ტომი დევისის გავლენის ქვეშ მოექცა, ძალიან შეიცვალა.

ამასთან, დასავლური გამოცემები წერენ, რომ მომღერლის საქმრომ თავად მიმართა დევისს თხოვნით, დახმარებოდა ძალიან დიდი ხარჯების შემცირებაში და აღმოაჩინა, რომ მერიაიასთვის ძვირფასი საჩუქრების რაოდენობა უნდა შეემცირებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები