სექტებრის ბოლოდან, სხვადასხვა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტუალურია ტრენდი, რომელშიც მერაია ქერის საშობაო ჰიტი – All I Want for Christmas Is You ფიგურირებს. როგორც წესი, არტისტი სადღესასწაულო სეზონს გახსნილად ოქტომბრის ბოლოს, ჰელოუინის შემდეგ აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ შობის ნაადრევად, მისგან უნებართვოდ გახსნამ, ,,შობის დედოფალი” ძალიან აღაშფოთა. მისი თქმით, მას ყოველელთვის აჩქარებენ.
,,ჯერ არა!” – დასძინა მან, რითაც მიანიშნა, რომ საშობაო სეზონი ჯერ არ დამდგარა.
შეგახსენებთ, რომ მერაია ქერის 1994 წლის სიმღერა – All I Want for Christmas Is You, შობის გლობალური ჰიტის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. კომპოზიცია ამავე წლის მეოთხე და პირველი საშობაო სტუდიური ალბომის – Merry Christmas ლიდ სინგლია. 28 ოქტომბერს, დისკის გამოსვლიდან 30 წელი გავა.