LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი თავის საშობაო ჰიტს ცალკე ფილმს მიუძღვნის

303

მერაია ქერი უკვე შობისთვის ემზადება: 46 წლის ვარსკვლავი თავის ცნობილ ჰიტს „All I Want For Christmas Is You“, რომელიც 1994 წელს გამოვიდა, ახალ სიცოცხლეს აჩუქებს. ვარსკვლავის თქმით, სიმღერას ის ცალკე ფილმს მიუძღვნის.

„ძალიან ვღელავ, სანამ ჩემს ჩანაფიქრს განვახორციელებ და ამ ჰიტს ანიმაციურ ფილმად შემოგთავაზებთ“, – დაწერა მერაიამ „ინსტაგრამზე“.


ეს მომღერლის პირველი მცდელობა არ არის, ქერიმ თაყვანისმცემლების ინტერესი თავისი შემოქმედებისადმი სხვა გზით წაიყვანოს – 2015 წელს მან გამოუშვა საბავშვო წიგნი, რომელიც ამ საკულტო ჰიტზე არის დაფუძნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები