LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი, ტყუპ შვილებთან ერთად, ოლივია როდრიგოს კონცერტს დაესწრო

176
87927185-0-image-a-175_172230893

ოლივია როდრიგოს მეორე სტუდიური ალბომის – Guts მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე, რომელიც 23 თებერვალს დაიწყო, გრძელდება. ახლახან, მის ერთ-ერთ ბოლო პერფორმანსს, მერაია ქერი დაესწრო. საკულტო არტისტი უმცროსი კოლეგის კონცერტზე შვილებთან, მონროსთან და მაროკოსთან ერთად მივიდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახი 21 წლის მუსიკოსის მხურვალე გულშემატკივარია.

,,ჩვენ შეპყრობილი ვართ ოლივია როდრიგოთი”, – დაწერა 55 წლის ქერიმ შოუს შემდეგ. მან გულშემატკივრებს ჯენზის ერთ-ერთ სუპერვარსკვლავთან, კულისებში გადაღებული ფოტოები გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ ტყუპი და-ძმა მერაია ქერის, ნიკ ქენონისგან ჰყავს. მომღერალი და მსახიობი ერთმანეთს 2008 წლიდან ხვდებოდნენ და ერთად 6 წელი იცხოვრეს. წყვილს ტყუპები 2011 წელს შეეძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები