ყველასთვის ცნობილია, რომ მერაია ქერის ძალიან უყვარს სხეულის დემონსტრირება, მაშინაც კი, როცა არც ისე კარგ ფორმაშია.
46 წლის მომღერალი პერიოდულად მკაცრ დიეტებს იცავს, რათა მიმზიდველი სხეული შეინარჩუნოს. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში კი მან კვების რაციონზე ისაუბრა:
„ჩემი საკვები ბევრს შესაძლოა ძულდეს კიდეც. ყოველ დღე ვჭამ ნორვეგიულ ორაგულს და კაპარს. ეს მართლაც რთულია. ზოგადად, ვცდილობ ცილოვანი პროდუქტები მივიღო, ის ძალიან უგემური, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია“, – აღიარებს შოუბიზნესის ვარსკვლავი.
ინტერვიუს ბოლოს მომღერალმა საქმროსთან, ჯეიმს პეკერთან დაშორებაზეც გააკეთა კომენტარი: „მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მე მივიღე ეს რეალობა და გავაგრძელე გზა“, – განაცხადა მომღერალმა.