ბოლო პერიოდში მერაია ქერიმ წონაში შესამჩნევად მოიმატა – ამის შესახებ არა მხოლოდ პრესაში საუბრობენ, არამედ სოციალურ ქსელში, ვარსკვლავის თაყვანისმცემლებიც წერენ. თავად 47 წლის მსახიობი კრიტიკას არ პასუხობდა და ისე იქცეოდა, თითქოს ფუმფულა ფორმებში თავს კომფორტულად გრძნობდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გულის სიღრმეში კერი ძალიან განიცდიდა და მუდმივად ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზე ფიქრობდა. მერაიას სპორტი და დიეტა არ სურდა, ამიტომ კარდინალურ ნაბიჯზე წავიდა და კუჭის შემცირების ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.
როგორც მედიაში წერენ, მომღერალმა ოპერაცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ბევერლი ჰილსზე, ერთ-ერთ ელიტურ კლინიკაში გაიკეთა. კერის კუჭის ნაწილი ჩამოაჭრეს, რომ უფრო ცოტა საკვები მიიღოს და სწრაფად დანაყრდეს.
მერაია თავისი ფორმებით ყოველთვის ამაყობდა, თუმცა ამ ზაფხულს, ტურნეს დროს შენიშნა, რომ ცეკვა უჭირდა. გარდა ამისა, ის ძალიან განიცდიდა სოციალურ ქსელში ჭარბი წონის გამო დაცინვას.
მერაია ქერის ოპერაციის შედეგი უკვე ემჩნევა. მას ნოემბრის დასაწყისში შავი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა.