LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერიმ ტყუპების დაბადების დღე ყოფილ ქმართან და ახალ ბოიფრენდთან ერთად აღნიშნა (ფოტო)

161

მერაია ქერიმ ტყუპების, მოროკანოსა და მონროს დაბადების დღე დისნეილენდში აღნიშნა. 48 წლის მომღერალი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის დისნეილენდში შვილებთან და ახალ ბოიფრენდთან, 34 წლის ბრაიან ტანკასთან ერთად გამოჩნდა. მალევე მათ მერაის ყოფილი ქმარი და ტყუპების მამა, ნიკ კენონიც შეუერთდა. ჯინსებსა და მაისურში გამოწყობილი მერაია ფანტასტიურ განწყობაზე ჩანდა. ის შვილებთან, ყოფილ ქმართან და ახალ ბოიფრენდთან ერთად ატრაქციონებზეც გაერთო და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

აქვე ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა მზრუნველი მამა ნიკ კენონი, რომელიც შვილებს წამითაც არ შორდებოდა. დროდადრო კი  მას მერაიას ახალი ბოიფრენდი, მოცეკვავე ბრაიან ტანკა ენაცვლებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g