45 წლის პოპ-დივა ამჯერად ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს. მომღერალს ძალიან უნდოდა საზოგადოების ყურადღების მიქცევა ექსტრავაგანტული ჩაცმულობით, თუმცა ახალმა იმიჯმა ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო.
მერაია ქერი საღამოს მწვანე მაქმანიან კაბაში, თეთრ ბეწვის ქურქსა და მზის სათვალეებში იწონებდა თავს. ეს სამი კომპონენტი აბსოლუტურად შეუსაბამო იყო ერთ ანსამბლში. განსაკუთრებით გაუგებარი იყო, სათვალეებისა და ღრმა დეკოლტირებული კაბის კომბინაცია, რომლითაც ის თავს იწონებდა ფანებთან.