49 წლის შემსრულებელი გამოტყდა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებდა ქარდი ბისთან და ლილ კიმთან. მერაიას თქმით, იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა სინგლზე A No No მუშაობდა. საინტერესოა, რომ სიმღერში ლილ კიმის ტრეკის Crush on You სემპლია გამოყენებული.
,,მინდა, რომ ეს მოხდეს. A No No, რომელიც თავდაპირველად ლილ კიმის სიმღერა იყო, იმედი მქონდა, რომ სამი ჩვენგანის კოლაბორაცია იქნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა”, – სინანულით აღნიშნა ქერიმ.
შეგახსენებთ, რომ ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ, Caution მერაია ქერის მეთხუთმეტე სტუდიური ალბომია, რომლის რელიზი 16 ნოემბერს შედგა.