დასავლურ მედიაში ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერაია ქერის ახალი ბოიფრენდი ჰყავს. ქერის რჩეული ახალგაზრდა ბრაიან ტანაკაა. წყვილის ფოტოები ქსელში პაპარაცებმა გაავრცელეს, მერაია და ბრაიანი ჰავაის სანაპიროზე ისვენებენ.
გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებად, რომ ქერისა და მილიარდერ ჯეიმს პეკერის დაშორება სწორედ ტანაკას „დამსახურებაა“, თუმცა სანამ რეალური მიზეზი გამოვლინდება, მერაიას ყოფილმა მეუღლემ, ნიკ ქენონმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელიც მისი ექს-მეუღლისა და მისი ახალი ბოიფრენდის დასვენების ამსახველი ფოტოს თითქმის იდენტურია.
შეგახსენებთ, რომ მერაია და ნიკი 2008 წელს დაქორწინდნენ და 2014 წელს დაშორდნენ.