LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერამდენედ ცდილობთ ჩემს მოკვლას” – კოკა ყანდიაშვილი რუსთავი 2-ის სიუჟეტს “ტროლების ფაბრიკაზე” სიცრუეს უწოდებს

218
collage

კოკა ყანდიაშვილი, რომელიც რუსთავი 2-მა “ქართული ოცნების” ე.წ ტროლების ქარხნის ხელმძღვანელად დაასახელა, ამ ბრალდებას უარყოფს, და  ტელეარხის სიუჟეტს ცილისწამებას უწოდებს. ყანდიაშვილი აცხადებს, რომ ოფისი, რომელიც სიუჟეტში ჩანდა, მულტიმედია კომპანიას ეკუთვნის. განცხადებას კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცლებს.

“2018 წელს გადავწყვიტეთ, მეგობრებთან ერთად, ახალი მულტიმედია კომპანია დაგვეფუძნებინა. პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი სააგენტო “ეS-პერსონაა”, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ცნობილ ადამიანს, მათ შორის რ2-ის ჟურნალისტებსა და პროდიუსერებსაც დავუგზავნეთ, მაგრამ რუსთავი 2 რისი რუსთავი 2-ია, ჩვენი ოფისისთვის “ტროლების ფაბრიკა”, ხოლო თანამშრომლისთვის “ტროლები” არ დაერქმიათ”- წერს ყანდიაშვილი

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10215890086419675&set=a.1118057586259&type=3&theater

რუსთავი 2-ზე, “შაბათის კურიერში”, 9 მარტს გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ “თიბისი ბანკის” მიერ ნახსენები ე.წ ტროლების თავდასხმა ბანკის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან დაიგეგმა. რუსთავი 2-ის თანახმად, ეს ოფისი პრემიერ-მინისტრის კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, კოკა ყანდიაშვილის დაქირავებული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g