LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერამდენედ უნდა შეეტენონ?… სამადაშვილი რომელი ევროპული ღირებულებაა… თუ შარვალჩახდილი „გირჩია“ევროპული ღირებულება? – გურამ მაჭარაშვილი

150
გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას, რომელიც გუშინ გავრცელდა, უმრავლესობის დეპუტატი „ხალხის ძალიდან”, გურამ მაჭარაშივილი აფასებს.

6 ოპოზიციური პარტია: „ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის”

მაჭარაშვილი ექვსი ოპოზიციური პარტიის განცხადებაზე ამბობს, რომ „აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს, არ გვჭირდებითო”. მისი თქმით, საზოგადოებას მათი არ სჯერა.

„აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს, არ გვჭირდებითო. მერამდენედ უნდა შეეტენონ?…

სამადაშვილი რომელი ევროპული ღირებულებაა? პარლამენტში თავისი ბოღმის ბუკეტით დადის. რა გააჩნია ევროპული ღირებულების, თავისი კოლეგები არ ესალმებიან.

თუ შარვალჩახდილი „გირჩია“ ევროპული ღირებულება? მათი სახეა სისხლის დაღვრა და „სულს ამოგხდით“ მუქარა. საზოგადოებას მათი არ სჯერა. ყველაფერი ევროპული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო მიღწეული და ასეც იქნება“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი: „მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“კანონს, მიიღებს პასუხს, პასუხი მათი მოშორება იქნება – რუსული ძალის მოშორება“

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

magti 5g