LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes- AMG-მ „ლოგანის“ ღირებულების ველოსიპედი შექმნა

113

Mercedes- AMG-მ „ლოგანის“ ღირებულების ველოსიპედი შექმნა. გერმანული ავტოგიგანტი AMG-ის 50 წლის იუბილესთვის ემზადება და სწორედ ამიტომ ველოსიპედების ლიმიტირებული სერიაც გამოუშვა. თითოეული მოდელის ფასი 7109 ევრო იქნება, რაც Renault Logan-ის ღირებულებაზე მეტია. თუმცა, როგორც  კომპანიაში აცხადებენ, ფასი მათ სპეციალურად შეარჩიეს და ის სპორტქარის მიერ დამყარებულ რეკორდს ეხება. Mercedes AMG-მ ნიურბურგრინგის ტრასა 7 წუთსა და 10,9 წამში გაიარა. რაც შეეხება ველოსიპედს, მას R.S2 Limited Edition Beast of the green Hell უწოდეს და მისი დამზადებისას დიდი რაოდენობით კარბონატი გამოიყენეს. გარდა ამისა, ტრანსპორტს პროფესიონალური სარბოლო საბურავი – Grand Prix 4000 ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები