კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი სერვისი დააანონსა – ამიერიდან ავტომობილების შეძენა დისტანციურად, ონლაინ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც შენაძენს კლიენტს მისამართზე მიუტანენ. ავტომობილის სახლამდე ტრანსპორტირება სრულებით უფასო იქნება. სერვისით სარგებლობას დასაწყისისთვის გერმანელი ავტომოყვარულები შეძლებენ.
Mercedes გახდა ერთ-ერთი ბოლო ავტომწარმოებელი, რომელმაც სახლში მიტანის სერვისი დაამატა. კორონავირუსის პანდემიის გამო უკონტაქტო გაყდვებზე თითქმის ყველა ბრენდია გადასული.
„მერსედესის“ წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ 5 წლის შემდეგ ავტომობილების სახლიდან გაუსვლელად შეძენა ჩვევად იქცევა და ყოველი მეოთხე ადამიანი მანქანას ონლაინ იყიდის. გერმანული ბრენდის ონლაინ-მაღაზია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პლატფორმამ 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე 400 ათასი მომხმარებელი მიიზიდა.