ავტომობილი, რომლის მთავარი მახასიათებელი უნიკალური ინდივიდუალიზმია. როგორც ამბობენ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, Mercedes Benz B Class-ის ფუფუნება ყველგან თან გსდევთ. თავისი სპორტული პროპორციებითა და გამოკვეთილი კონტურებით B Class-ი მნახველებისგან მისი განსაკუთრებულობის აღიარებას ითხოვს.
ამ მოდელის ექსტერიერის დიზაინი ზედმიწევნით სპორტულია. მისი კონტურები, რომლებიც სოლისებრი კაპოტიდან სახურავის გავლით, გამოკვეთილი სპორტული კუდისკენ მიუყვება, გაზრდილი სიგანე და გამოყვანილი ფრთები მის გამორჩეულ დიზაინს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
Mercedes-ის ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია ”მერსედეს ბენც ჯორჯიაა”. ცენტრში წარმოდგენილი B Class-ი 2 ლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი და მის საბაზო კომპლექტაციაში ისეთი სისტემები შედის, როგორიცაა ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა, მოძრაობის სტაბილიზაციის ელექტროსისტემა და საბურავების მოცურების სტაბილიზაციის სისტემა.
B Class-ის მართვისას თქვენს განკარგულებაშია ავტომატური კონდიციონერი, გატაცების საწინააღმდეგო სისტემა იმობილაიზერით, მულტუფუნქციური საჭე, კრუიზ კონტროლი სიჩქარის ცვლადი შემზღუდველით, დისტანციური მართვის კოდირებული გასაღები და სხვა ფუნქციები.
რაც შეეხება დამატებით მოწყობილობებს, B Class-ი უკანა ხედვის კამერით, პარკინგის აქტიური ელექტროსისტემით, ბი ქსენონის აქტიური ფარებით, ტყავის საჭით და სხვა ოფციებით არის აღჭურვილი.
გადაცემის ჩანაწერი