ელექტრონული ლიფტბეკის Mercedes-Benz EQS–ის ავტონომიურობა ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მწარმოებელი აცხადებდა. გაზაფხულზე Mercedes-მა პირობა დადო, რომ ფლაგმანი ერთი დამუხტვით 770 კილომეტრის გავლას შეძლებდა. თუმცა, ამერიკელმა ექსპერტებმა მთელი რიგი ტესტები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ხუთკარიანის სვლის მარაგი 563 კილომეტრზე უფრო მეტი ნამდვილად არ არის.
ამერიკელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ გერმანულმა ელექტრომობილმა არამხოლოდ რეკორდსმენ Lucid Air–თან, არამედ განახლებულ Tesla model S–თანაც კი წააგო.
როგორც ჩანს, მეტი მოლოდინი ჰქონდა თავად Mercedes-Benz–საც, რამეთუ პრეზენტაციაზე რამდენჯერმე გაჟღერდა – 770 კილომეტრი. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და არც ისაა გამორიცხული რომ მწარმოებელს მაჩვენებლები ხელოვნურად შეემცირებინა, თუმცა თუ რატომ უნდა გაეკეთებინა ეს რთული სათქმელია.