კომპანია Mercedes-Benz-მა კროსოვერი GLE-ს ჰიბრიდული ვერსია წარმოადგინა. სიახლე ორ ვარიაციაში – დიზელისა და ბენზინის ძრავებითაა ხელმისაწვდომი. პირველ მათგანს 100 კილომეტრის, მეორეს კი მხოლოდ 43 კილომეტრის გავლა შეუძლია. GLE 350 de 4Matic-ის კომბინირებული ხარჯი კი 1,1 ლიტრი საწვავია.
დიზელის ჰიბრიდი 31,2 კილოვატ-საათიანი ძაბვის ელემენტითაა აღჭურვილი. მის დასამონტაჟებლად ძარის უკანა ნაწილის მთლიანად შეცვლა გახდა საჭირო. კროსოვერის აგრეგატი 2 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავს და 100 კილოვატიანი სიმძლავრის ელექტროძრავს მოიცავს. სისტემის საერთო სიმძლავრე 320 ცხენის ძალას შეადგენს.
0-დან პირველ ასეულს GLE 6,8 წამში ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კილომეტრი საათშია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე Mercedes-Benz 10 ახალ ჰიბრიდს წარადგენს, 2020 წლისთვის კი ეკოლოგიური მოდელების რაოდენობა 20 ერთეულს გადააჭარბებს.