LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ი G-Class-ის კაბრიოლეტს აღადგენს

105
Mercedes-Benz-ი G-Class-ის კაბრიოლეტს აღადგენს

Mercedes-Benz კიდევ ერთ სიურპრიზს ამზადებს – კომპანია  G-Class-ის კაბრიოლეტის ვერსიის დაბრუნებას გეგმავს. მწარმოებელმა უკვე გამოაქვეყნა ნახევრად ჩაბნელებული თიზერი, რომელშიც „გელენდვაგენის“ კონტურები ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ავტომობილი შესაძლოა მიუნხენის ავტოსალონზე ვიხილოთ, რომელიც მომავალ კვირას იხსნება.

Mercedes-Benz-მა ტიზერის აღწერაშიც დაადასტურა: „ლეგენდარული G-კაბრიოლეტი ბრუნდება“.

კომპანია დეტალებს არ ამხელს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოდელი გაყიდვაში 2026 წელს გამოვა და გაიყიდება იმ ბაზრებზე, სადაც სტანდარტული G-Class-იც იყიდება.

ახალი G-Class Cabriolet, სავარაუდოდ, მიიღებს იმავე ძრავებს, რასაც ჩვეულებრივი ვერსია: 3.0-ლიტრიანი ტურბო-„ექვსცილინდრიანი“ 449 ცხენის ძალით ან 4.0-ლიტრიანი V8 585 ცხენის ძალით.

კაბრიოლეტის უკანასკნელი ვერსია – G500 Cabriolet Final Edition 200 – 2013 წელს გამოვიდა და მას შემდეგ წარმოება შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები