Mercedes-Benz–ის ამერიკულ ოფისში პერსონალური მონაცემების გაჟონვა მოხდა და ბრენდის ათასობით კლიენტის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. Reuters–ის ინფორმაციით, სერვისის პრობლემა კომპანიის თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია და ინფორმაციაზე წვდომა უკვე ნებისმიერ მსურველს აქვს. გასაჯაროვდა კლიენტთა საკრედიტო ისტორია, მართვის მოწმობების ნომრები, საკრედიტო ბარათებისა და სოციალური დაზღვევის ნომრები.
Mercedes-Benz–ში აღნიშნეს, რომ შეცდომა დაუშვეს და ინფორმაციის გაჟონვა ჰაკერების ბრალი ნამდვილად არ არის, მათი სერვერი არავის გაუტეხავს. ბრენდის წარმომადგენელმა ისიც დაამატა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ მოხდეს და კლიენტთა ინფორმაციას საფრთხე აღარ დაემუქროს.
შექმნილი დისკომფორტისთვის გერმანული მწარმოებელი ყველას ძალიან დიდი ბოდიშს უხდის.