LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz–ის მომავლის ავტობუსის ტექნიკური დეტალები

25

ყოველწლიურად, მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, ავტობუსები 32 ბილიონ ევროს გამოიმუშავებენ. რაც უფრო იმატებს მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა, მით უფრო იმატებს ავტობუსებზე მოთხოვნა.

მაღალგანვითარებული ქვეყნების მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ავტომობილების გამოყენებაზე უარის თქმა და საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა.

სწორედ ამიტომ, კომპანია Mercedes-Benz-მა, რომელიც მდიდრული ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, გადაწყვიტა საჯარო ტრანსპორტის სფეროში თავისი სიტყვა ეთქვა და ამ სეზონზე ახალი მოდელი დააანონსა.

ავტობუსი კომპანიისთვის სახასიათო დახვეწილობითა და პრესტიჟული დიზაინით გამოირჩევა.

ავტობუსების ორიგინალურობა მხოლოდ მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვნას არ გულისხმობს. როგორც ჩანს, მომავლის ავტობუსი ავტოპილოტის ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი და გარდა ამისა, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მგზავრობისას მობილური ტელეფონები დატენონ.

ავტომწარმოებლის ახალი ავტობუსის სიგრძე 12 მეტრი იქნება. მისი დიზაინი არის საოცრად დახვეწილი, რომელიც გერმანული კომპანიის დიზაინერებმა სპეციალურად შეიმუშავეს. მოდელი იყენებს CityPilot ტექნოლოგიას, რომელიც კონცერნ Daimler-ს ეკუთვნის.

კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია – ენერგო-ეკონომიური, დახვეწილი და თვითმართვადი ავტობუსის წარმოება, რომელიც არა მხოლოდ გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც BBC Autos წერს, Mercedes-ის ახალი ავტობუსი ევროპაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები