LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz კვლავ ბაზრის რეკორდსმენია

33

Mercedes-Benz კვლავ ბაზრის რეკორდსმენია. მეტიც, გერმანულმა კომპანიამ თავისი წინა წლის მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2016 წლის 11 თვის განმავლობაში 3 ათასი ავტომობილით მეტი გაყიდა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სულ 321 000 კომერციული „მერსედესის“ რეალიზება მოხდა, წელს კი მათი რაოდენობა უკვე 324 ათასია. ეს მაჩვენებელი ბრენდს დაეხმარა, რომ წინა წლის რეკორდი ვადაზე ადრე გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მოთხოვნად მოდელთა სამეულში V-Class, Vito და ფურგონი Citan მოხვდნენ. რაც შეეხება Mercedes-Benz Sprinter-ს, რომელმაც წელს 20 წლის იუბილე იზეიმა, კვლავ გასული წლის მაჩვენებელი დააფიქსირა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ასეთი წარმატება გლობალური ჯგუფის დამსახურებაა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მომხმარებელთა მოთხოვნები მაქსიმალურად გაითვალისწინონ და ავტომობილით გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახადონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები