კომპანია Mercedes-Benz–მა წარმოადგინა დროებითი ლოგოტიპი, რომლის დიზაინშიც ცვლილება კორონავირუსის ინფექციის გამო შეიტანეს. „საკარანტინო“ ვერსიაში წრესა და სამკუთხედს შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა, რაც სამკუთხედის ზომის შემცირებით მიიღეს. ბუნებრივია, ამ გზით კომპანიას სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობის შეხსენება სურდა.
მანამდე ორმა გერმანულმა ბრენდმა Volkswagen–მა და Audi–მაც შეცვალეს თავისი ემბლემები, „აუდის“ რგოლები ერთმანეთს აღარ ეხებიან, აქამდე დაახლოებულ V–სა და W–ს აბრევიატურებს შორისაც საკმაო მანძილი გაჩნდა.