LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz–მა პოლიციისა და არმიისთვის ახალი G-Class გამოუშვა

64
metcedesbenznews

Mercedes-Benz–მა ახალი G-Class პოლიციისა და არმიისთვის გამოუშვა. ავსტრალიური გაზეთის Which Car–ის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილი მოდელი 3.0 ტურბოდიზელის ძრავითაა აღჭურვილი და ბევრად ეკონომიურია.

მართალია, სამოქალაქო Mercedes-Benz G-Class–მა თაობა 2018 წელს შეიცვალა, მისი სამხედრო „ნათესავი“ კი 1991 წლის შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებით გამოდიოდა. ცოტა ხნის წინ Daimler–მა ბევრად უფრო თანამედროვე მოდელის შექმნა გადაწყვიტა და მოდელის შესაძლებლობები საგრძნობლად გააუმჯობესა.

არქიტექტურის შესახებ დეტალები არ ვრცელდება, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ რომ პიკაპი 3,0 ლიტრის მოცულობის 6–ცილინდრიანი ტურბოდიზელითაა დაკომპლექტებული და 249 ცხენის ძალა აქვს. ძრავა 8–საფეხურიან „ავტომატიზებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g