კომპანია Mercedes-Benz-მა განახლებული G-Class-ის გაუმჯობესება გადაწყვიტა. მოდელი ბაზარზე 2020 წლის პირველ სექტემბერს გამოვა და პარკირების ასისტენტთან ერთად უდაბნოში სიარულის რეჟიმსაც მიიღებს, ასევე თითოეულ ავტომფლობელს პერსონალიზაციის მეტი შესაძლებლობა ექნება.
სექტემბრიდან მოდელის შეკვეთას ევროპელი მყიდველები თავისუფლად შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ როგორც წესი აქამდე ასეთი ავტომობილების რაოდენობა შეზღუდული იყო ხოლმე. ყველაზე მძლავრი დიზელის G-Class სამი ლიტრის ბიტურბო-ექვსიანით დაკომპლექტდება და 9-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. აგრეგატი 330 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კილომეტრზე 9 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
G-Class-ის კიდევ ერთი მთავარი სიახლე სტანდარტული აღჭურვილობების გაფართოებაა. მოდელი პარკირების ასისტენტს და სიარულის ახალ რეჟიმსაც მიიღებს, რაც მას ქვიშაზე გადაადგილებაში დაეხმარება.
პერსონალიზაციის პროგრამის დახმარებით, მყიდველს ყველგანმავალისთვის სასურველი ფერის შერჩევაც შეეძლება.