Mercedes-Benz-ის მუზეუმი მზადაა, რომ ერთ-ერთ ყველზე ძვირფას ექსპონანტს გამოემშვიდობოს. 1982 წლის S-Class, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია შენარჩუნებული 47 890 ევროდ იყიდება. ამ ფასად კი გერმანიაში ახალი Mercedes-Benz E-Class-ის შეძენაა შესაძლებელი. ახალი მფლობელი ავტომობილთან ერთად დოკუმენტაციის მთელ პაკეტს დ 12 თვიან გარანტიის ფურცელსაც მიიღებს.
საგამოფენო ექსპონანტი 280 SE – 2,8 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და ექვს-ცილინდრიან ძრავს 185 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 4-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. სედანს 100 კილომეტრის გავლა 10 წამში შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია.
ავტომობილმა 37 წლის განმავლობაში მხოლოდ 35 ათასი კილომეტრი გაიარა და ყველა დეტალი ქარხნული აქვს.