კომპანია Mercedes-Benz–მა 2022 წლის გეგმები გაამხილა. ბრენდი გეგმავს რომ მინიმუმ 32 პრეზენტაცია მოაწყოს და მათ შორის – ბევრი ელექტროქარი, ახალი S-Class და C-Class, 20 ჰიბრიდი და Smart–ის ხაზის მოდელები იქნება.
პროექტი One – ეს არის 1000 ძალის სუპერქარი, რომელსაც ფორმულა 1–ის ბოლიდის ჰიბრიდული აგრეგატი აქვს. მოდელი ბაზარზე ბევრად ადრე უნდა გამოჩენილიყო, თუმცა წარმოების თარიღი 2021 წლამდე გადაწიეს. ვადის ცვლილების სირთულე თავად ძრავია – სარბოლო აგრეგატის ჩვეულებრივ ავტომობილზე ადაპტირება მარტივი არ ყოფილა. თუმცა, კომპანიამ სამუშაოების დასრულებამდე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო და დეპოზიტი 500 ათას ევროს წარმოადგენს.
რაც შეეხება ელექტროქარებს, კონცერნი ამ სფეროში 10 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს და დიდი იმეთი აქვს რომ მომავალ ათწლეულში ელ–მობილთა სეგმენტში ნამდვილი ლიდერი გახდება.