კომპანია Mercedes-Benz-მა ევროპაში ახალი აღნიშვნა O-Class დააპატენტა. განაცხადის მიხედვით, იდნექსი O 120, O 140 და O 200 ავტომობილებისა და ძრავებისთვის გამოიყენება. მათ შორის იქნება კროსოვერი, პიკაპი და ფურგონი.
როგორც გამოცემა AutoGuide აცხადებს, ინდექსი O უკვე დიდი ხანია რაც კონცერნი Daimler-ის მიერ გამოიყენება და საქალაქო ტრანსპორტის აღმნიშვნელია. თუმცა, ახალი განაცხადი სრულიად განსხვავებულ შინაარს ატარებს და მსუბუქი ავტომობილებიის ნიშანი გახდება.
წინასწარი ინფორმაციით, O-Class ეს იქნება მსუბუქი მინივენების ხაზი, რომელიც მოგზაურებს ძალიან უნდა მოეწონოთ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „მერსედესმა“ კიდევ რამდენიმე აღნიშვნა, მათ შორის – GLS 600, GLS 680 და S 680 დააპატენტა. მათ ყველგანმავალისა და ახალი სედანის სერიული წარმოებისთვის გამოიყენებენ.