კომპანია Mercedes-Benz იმ მწარმოებლების სიას შეუერთდა, რომლებმაც ავტომობილის სალონში ძალიან ეფექტური ჰაერის ფილტრების ჩამონტაჟება დაიწყეს. პირველები კი ვინც ახალი ტექნოლოგიის გამოცდას შეძლებს, ელექტრონული ლიფტბეკის EQS–ის მყიდველები იქნებიან. სპეციალურად მოდელისთვის შტუტგარტში შექმნეს კლიმატური მოწყობილობა, რომელსაც ისეთივე ბაქტეოროლოგიური სისუფთავის უზრუნველყოფა შეუძლია, როგორიც საოპერაციოშია.
„მწვანე“ ხაზის მომავალი ფლაგმანი Mercedes-EQ ბაზარზე მომავალი წლიდან გამოვა. კომპანია ირწმუნება რომ სიახლე ისტორიაში ყველაზე ტექნოლოგიური და უსაფრთხო ავტომობილი იქნება. გარდა მულტიმედიური სისტემა MBUX–ისა, დამატებითი ხელოვნური ინტელექტის და თვითსწავლის მექანიზმისა, ელექტრონული ლიფტბეკი საკმაოდ რთული და მაღალეფექტური ჰაერის ფილტრაციის სისტემითაც იქნება უზრუნველყოფილი. სპეციალისტებმა გამოიყენეს ფილტრი HEPA, რომელსაც მაღალი სტანდარტის სერთიფიკატი აქვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ EQS–ის სალონში ისეთივე სისუფთავე იქნება როგორც ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ან საოპერაციო ოთახში.
და ბოლოს, ფლაგმანს გერმანიაში ააწყობენ. ლიფტბეკის ზუსტი მახასიათებლები არ ზუსტდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი სვლის მარაგი 700 კილომეტრი იქნება.