Mercedes-Benz–ს მოუწევს, ტრადიციულ შიდა წვის ძრავზე უარი აჩქარებული ტემპით თქვას, ასე ფიქრობს გამოცემა Manager Magazin. ელექტროფიკაციის აჩქარება ახალ კანონთანაა დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ თუკი გერმანიის მთავრობაში „მწვანეთა“ პარტია მოვა, ბენზინისა და დიზელის ავტომობილების გაყიდვა შესაძლოა 2030 წლიდან აიკრძალოს. სწორედ ამიტომ, Daimler–ის ბოსს კონცერნის ყველაზე ექსტრემალური სცენარისთვის მომზადება სურს.
ინსაიდერთა ვარაუდით, კომპანიას არ უნდა რომ პოლიტიკურ სიტუაციაზე იყოს დამოკიდებული, სწორედ ამიტომ ელექტრონული მოდელების შექმნას დააჩქარებს. ახალი სტრატეგიის მიხედვით, ელექტრომობილები რომელთა დებიუტიც 2024–25 წლებში იყო დაგეგმილი, ბაზარზე ერთი წლით უფრო ადრე გამოჩნდება.
Mercedes ყველა სცენარისთვის მზად იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის აკრძალავს გერმანია ტრადიციული ძრავის მქონე მოდელებს, კომპანიას დასაკარგი არაფერი ექნება.