ლას–ვეგასის ავტოსალონზე Mercedes-Benz ახალ კონცეპტ–ქარს გამოიყვანს. სიახლეს აღწერენ როგორც „ნოვატორულს“ და შთაგონების მთავარ წყაროდ გართობის ინდუსტრია სახელდება.
კონცეპ–ქარის მეშვეობით მწარმოებელი აპირებს, რომ „ეკოლოგიური უსაფრთხოების“ არსი შეცვალოს. სიახლემ ინოვაციური ტექნიკური მახასიათებლები და ყველაზე თანამედროვე მულტიმედიური შესაძლებლობები მიიღო. თუმცა, Mercedes-ში ზუსტ დეტალებზე არ საუბრობენ.
Vision EQS მოძრაობაში ორ ელექტროძრავს მოყავს და მათი საერთო ძალა 476 ცხენის ძალა იქნება. საპასპორტე მონაცემებით, სვლის მარაგი 700 კილომეტრია, 0–დან 100 კმ–მდე გასახურებლად კი 4,5 წამია საჭირო. ელემენტს 80%–მდე დასამუხტად ზუსტად 20 წუთი სჭირდება.