LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ის ახალი კაბრიოლეტი დებიუტისთვის ემზადება

72

როგორც გერმანული ტაბლიოდები წერენ, Mercedes-Benz ახალი C Class კაბრიოლეტის პრეზენტაციისთვის ემზადება, რომელიც მარტში, ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.

ინტერნეტში უკვე გაჩნდა ავტომობილის სურათიც, რომლის მეშვეობითაც ადვილად შევამჩნევთ იმას, რომ ახალი მოდელი მხოლოდ სახურავითა და უკანა შასით იქნება განსხვავებული წინამორბედისგან.

საინტერესოა ისიც, რომ ცვლილებები არც ძრავს შეეხება და 2015 წლის მოდელის მსგავსად, ახალი კაბრიოლეტის კაპოტქვეშ 136-დან 245-მდე ცხენის ძალის მქონე ძრავი მოთავსდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2016 წლის C-Class რამდენიმე კომპლეკტაციით დამზადდება, მათ შორის დიზელზე მომუშავე და ტუნინგატელიე AMG-ს მიერ დატუნინგებული ძრავითაც, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე მეტად ელიან.

Mercedes-Benz C-Class AMG-ის კაპოტქვეშ 3.0 ლიტრიანი ბიტურბო ტიპის ძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 367 ცხენის ძალაა. სერიულ წარმოებაში ეს ძრავი Mercedes-Benz SLC 43-ისთვის გამოიყენება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები