გავრცელებული ინფორმაციით, Mercedes-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საგზაო სამსახურის თანამშრომელს დაეჯახა, რომელიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდა. მძიმეა დაშავებულის მდგომარეობა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. “ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.