Mercedes-Benz-ისა და Lufthansa-ს თანამშრომლობა პირველად 2015 წელს შედგა და პირველი ვიპ-კაბინა მათ გერმანიის ავტოშოუზე წარადგინეს. კოლაბორაცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ორმა ბრენდმა Vip Cabin-ის ახალი ვერსიის შექმნა გადაწყვიტა. ყველაზე ძვირადღირებული დიზაინი საკმაოდ დინამიკური არქიტექტურით ხასიათდება და Mercedes-ის ტრადიციული სტილი ძალიან ბევრ დეტალში იგრძნობა.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ვიპ-კაბინის ახალი ვარიანტის შექმნა, მათ დადებითი გამოხმაურებებისა და დიდი მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს. მთავარი შთაგონების წყარო სპორტქარი Mercedes AMG GT C გახდა. ყავისფერსა და თეთრ ფერებში შესრულებული ინტერიერი ნაცრისფერი დეტალებითაა შევსებული. გარდა ამისა, სალონი სრულად მაღალტენქოლოგიურია, რაც კომფორტის დონეს ერთი ორად ზრდის.