კომპანია Daimler-მა და Bosch-მა გერმანიის მთავრობისგან ავტონომიური პარკინგის გამოყენების უფლება მიიღო. სიახლე კი დასაწყისისთვის შტუტგარტში მდებარე Mercedes-Benz-ის მუზეუმთან იმუშავებს.
პარკინგი მილიონობით გადამცემითაა აღჭურვილი და მისი მოვალეობა სიტუაციის დეტალურად გაკონტროლებაა. გარდა ამისა, სადგომზე კამერებიცაა დამონტაჟებული და მათაც სიტუაციის შესწავლა ევალებათ. თუკი ავტომობილის მიერ გასავლელ გზაზე რამე დაბრკოლება გაჩნდება, ის ავტომატურად გაჩერდება.
მუზეუმის უპილოტო სადგომი ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა. მძღოლებს ავტომობილის დატოვება შესასვლელთან შეუძლიათ და სმარტფონის გამოყენებით მანქანა თავისით დაპარკინგდება. ავტომობილის წამოსაყვანადაც იგივე სქემა მუშაობს. სისტემას დიდი ხნის განმავლობაში ტესტავდნენ და ყველაფერი წარმატებით დასრულდა.