კომპანია Mercedes -Benz–მა გადაწყვიტა, რომ 2020 წლის ნიუ–იორკის ავტოსალონი გამოტოვოს. როგორც ცნობილია, 80–იანი წლებიდან დღემდე მწარმოებელს ეს გამოფენა არასდროს გამოუტოვებია.
ავტოჟურნალისტებმა რამდენიმე დილერი გამოკითხეს და მათი უმრავლესობა კომპანიის გადაწყვეტილებას შეცდომად თვლის. Mercedes–ის სტენდის არარსებობა ბრენდის რეპუტაციას დაარტყავს და კონკურენტებს ფორას მისცემს. თანაც, კომპანიამ დეტროიტის ავტოსალონი უკვე გამოტოვა, რაც შეეხება ნიუ–იორკს – მასზე გამოსვლისგან თავს BMW–ც შეიკავებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია არამხოლოდ ამერიკული არამედ ევროპული ბაზრებისთვისაც ძალიან ცნობილია. მაგალითად, 2019 წელს ჟენევის ავტოშოუ Ford–მა და Volvo-მ გამოტოვეს.