LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის პროექტებს დაუფინანსებს

154
GEO , GEORGIEN : Fussgaenger auf der Rustaveli Avenue in Tiflis , 30.03.2018 GEO , GEORGIA : Pedestrians on Rustaveli Avenue in Tbilisi , 30.03.2018 *** GEO GEORGIA Pedestrians on Rustaveli Avenue in Tbilisi 30 03 2018 GEO GEORGIA Pedestrians on Rustaveli Avenue in Tbilisi 30 03 2018

თბილისის მერია სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას იწყებს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები, ასევე, ისეთი პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ისინი იქნებიან.

მისი თქმით, დაფინანსდება სოციალური მისიის მქონე პროექტები მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე- ბარების, სასწავლო და გასართობ-რეკრეაციული ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით. ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი 30 000 ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთი მხრივ, სოციალური, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური მიზანი, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო განაცხადის ფორმა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 მარტიდან განთავსდება, განაცხადების მიღება კი, როგორც მერიაში, ასევე, ელექტრონულად, ვებგვერდის – www.ms.gov.ge მეშვეობით, 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g