LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს

94

თბილისის მერია ხვალ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში ბიზნესაქტივობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„მერიის ორგანიზებით, ხვალ „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩვენ მიერ ინიცირებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოწვეულები არიან ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ქალაქში ბიზნესაქტივობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

პრეზენტაციაზე ბიზნესის ყველა წარმომადგენელი გვინდა მოვიწვიოთ და მათ დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ ყველა მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რათა მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა ბიზნესაქტივობებს სთავაზობს მერია კერძო სექტორს და მივცეთ მათ ამ პროექტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სამშენებლო პროექტები, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქის, ქალაქის გარე განათების პროექტი და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g