LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ჰიბრიდულ ავტომობილებს შეისყიდის

98

თბილისის მერია ზედამხედველობის სამსახურის ავტოპარკს 30 ცალი მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილით განაახლებს.

შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა. წინადადებების მიღება 30 მარტიდან დაიწყება და 2 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება. ტენდერის პირობების თანახმად, ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 744 680 ლარია.

დედაქალაქის მერიის მოთხოვნის თანახმად, შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), თეთრი ფერის, განბაჟებული და 2018 წელს გამოშვებული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომანქანა უნდა იყოს არანაკლებ 120 ცხენის ძალის მქონე, ძრავას მოცულობა არანაკლებ 1.6, საწვავის ავზი არანაკლებ 40 ლიტრიანი, გარბენი არაუმეტეს 50 კმ უნდა იყოს.

გარდა ამისა, ავტომობილს უნდა ჰქონდეს 6 უსაფრთხოების ბალიში, კონდიციონერი, აუდიოსისტემა, საჭის ჰიდრო გამაძლიერებელი, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, მძღოლის სავარძელი სიმაღლეში რეგულირებით, აღჭურვილი იყოს ბორტ კომპიუტერით, ალუმინის დისკებითა და მარცხენა საჭით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g