LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს

61

თბილისში მოძრავი ტაქსების სფეროს რეგულირების სამუშაო დოკუმენტი უკვე მზადაა.

როგორც ”ავტორადიოს” თბილისის მერიიდან აცნობეს, დოკუმენტი მერიაში საკრებულოს წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

თბილსის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დოკუმენტი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. მთავარი ამოსავალი წერტილი კი უსაფრთხოებაა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა – ავტომობილის უსაფრთხოება და კრიტერიუმები, რასაც მძღოლი უნდა აკმაყოფილებდეს.

”დოკუმენტში აღწერილია სტიმულირების მექანიზმები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს სფეროს განვითარება. თუ რეგულაციებზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონიოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის შემოსავლებზე“, -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დავით ნარმანიას თქმით კი, ის დისკომფორტი, რაც მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას.

”პირველად მოსაზრებებს, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, გაეცნობიან ექსპერტები, რათა იმსჯელონ და მათზე დაყრდნობით სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი მიდგომები, რაც შემდგომ ტაქსების   რეგულირების   დოკუმენტს დაედება საფუძვლად“, – განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები