LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიკო კარტოზია: „ბედნიერება სრულყოფილი არასდროსაა და როგორც ქალს, პირადი ცხოვრება ვერ ამეწყო…“

112
b2b5465b-e41b-4bff-9ba7-86fc7b6e185c

მერიკო კარტოზია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ (29 სექტემბრის ნომერი) კითხვას, რამდენად იღბლიანი აღმოჩნდა მისი პირადი ცხოვრება:

„თუ ოჯახს გულისხმობთ, ალბათ, არა, მაგრამ დანარჩენი – ჩემი შვილი, დედა, თავის დროზე მამა, და-ძმა, ყველა ძალიან კარგი მყავს და მყავდა და მადლობა უფალს ასეთი ოჯახისთვის.

ბედნიერება სრულყოფილი არასდროსაა და როგორც ქალს, პირადი ცხოვრება ვერ ამეწყო, მეც არ შევუწყვე ხელი, არასდროს მეცალა ჩემი პირადი ცხოვრების სრულყოფისთვის და ამას ვერავის დავაბრალებ. ასეა და ისე შევეჩვიე ასე ცხოვრებას, რომ ჩემთვის ეს უფრო ბუნებრივია. ასაკოვან წყვილს რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს, ჩემთვის სამაგალითოა, როცა ასაკოვანი მეუღლეები შვილების ბედნიერებით ერთად ხარობენ, სამწუხაროდ, მე ეს არ გამომივიდა…“

მერიკო კარტოზია მძიმე შემთხვევის შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა: „აქტიური ცხოვრებიდან – უცებ უმოქმედობა. ამასთან ტკივილები და შეზღუდული უნარები. ეკრანიდან კულისებში გადავინაცვლე. ჯერ კიდევ რა მელის წინ, არ ვიცი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g