69 წლის ასაკში, მერილ სტრიპი ბებია პირველად გახდა. ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავის უმცროს ქალიშვილს, მემი გამერს, რომელიც დედის მსგავსად სამსახიობო კარიერას ეწევა, ვაჟი შეეძინა.
ბიჭუნას მამა პროდიუსერი, მეარ სეთია, რომელზეც 35 წლის არტისტი გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. სხვა დეტალები ახალშობილთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მერილ სტიპსა და დონ გამერს 41 წლიანი თანაცხოვრებიდან, მემის გარდა, არანაკლებ პოპულარული სამი შვილი ჰყავთ.