კონცერტის მსვლელობის დროს, დეკორაციების ჩამოშლის შედეგად მიღებული ტრავმების გამო, მერილინ მენსონმა დაგეგმილი კონცერტები გადადო.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ამერიკაში ტურნეს ფარგლებში შოუებს მართავდა და ისინი 14 ოქტომბრიდან განახლდება. ინციდენტის შემდეგ, მენსონს ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, შემდეგ კი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად მუსიკოსი უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
First picture of Marilyn Manson on his way to the hospital. pic.twitter.com/wBHMmKUJsC
— Pop Crave (@PopCrave) October 1, 2017