LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილინ მენსონს ოთხი ქალი ძალადობაში ადანაშაულებს

145
38748636-0-image-a-51-1612205176344

ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ევან რეიჩელ ვუდი, ყოფილ შეყვარებულს, მერილინ მენსონს ძალადობაში ადანაშაულებს.

„მოძალადის სახელია ბრაიან უორნერი, ის თინეიჯერობისას დამიახლოვდა, შემდეგ კი წლების განმავლობაში, საზარლად ძალადობდა ჩემზე. მანიპულირების მეშვეობით მორჩილად მაქცია“, – აცხადებს ვუდი.

მენსონი ძალადობაში სხვა სამმა ქალმაც ამხილა. მათ შორისაა,  ეშლი უოლტერსი, სარა მაკნილი, ეშლი მორგანი და კიდევ ერთი გოგონა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

რაც შეეხება ვუდისა და მენსონის ურთიერთობას, მათი რომანი 2007 წელს დაიწყო, მაშინ მერილინი 37 წლის იყო, ევანი კი  19-ის. წყვილი მომდევნო წელსვე დაშორდა ერთმანეთს.  2010 წელს კი განაახლეს ურთიერთობა, თუმცა, ერთ წელიწადში კვლავ დაშორდნენ.

მოგვიანებით, მერლინ მენსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ  ხშირად წარმოიდგენდა, თუ როგორ უმსხვრევდა ვუდს უროთი თავის ქალას. შესაძლოა აღნიშნულმა საქმემ მერლინ მენსონის თავისუფლება რამდენიმე წლით აღკვეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები