LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილინ მონროს სილამაზე და ჯანსაღი ცხოვრება

199
მერლინ-მონრო

სექსუალურობისა და სილამაზის ერთგვარ ეტალონად ქცეული ლეგენდარული მერილინი დღესაც ბევრისთვის სათაყვანებელია. თურმე, მას ჰქონია თავისი საიდუმლოებები, რომლის მეშვეობითაც ინარჩუნებდა შესანიშნავ სხეულს. აღმოჩნდა, რომ არც ისე იოლი ყოფილა სასურველი ფორმების შენარჩუნება. ისტორიკოსებმა ჟურნალ „ლაიფ“-ის 1952 წლის ინტერვიუ აღმოაჩინეს, რომელშიც მერილინის ვარჯიშების ფოტოსესია დაიბეჭდა და მსახიობმა მკითხველს უამბო, სილამაზის რა რეცეპტებს მისდევდა.

ფოტოსესიაზე ჩანს, როგორ ვარჯიშობდა მონრო ფორმის შესანარჩუნებლად. დილაობით კუნთებს ავარჯიშებდა, მსუბუქი ჰანტელების გამოყენებით. „ 10 წუთი ვვარჯიშობ მცირე წონებით“, – აღნიშნავდა ის. ამის მერე ვარსკვლავი გარკვეულ დროს უთმობდა კანის მოვლას და ისევ ვარჯიშებს უბრუნდებოდა: „იატაკზე ვწვები და 2 კილოგრამიანი ჰანტელებით ვვარჯიშობ. ხელებს ჯერ განზე ვშლი, მერე კი მაღლა ვწევ – 15-ჯერ. ეს კარგად აისახება ჩემი მკერდის ფორმაზე.“

გარდა ამისა, მას კვების თავისებური რეჟიმი ჰქონდა. საუზმეზე მონრო სვამდა ერთ ჭიქა რძეს მასში ათქვეფილი კვერცხით და იღებდა პოლივიტამინებს: „დღის განმავლობაში მივირთმევ უმ სტაფილოს და ეს არასდროს მბეზრდება. ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებული ბაზარში შევივლი ხოლმე და ვყიდულობ მჭლე ხორცს, რომელსაც ელექტრო-ღუმელში ვამზადებ. ერთიანობაში ჩემი რაციონი ძირითადად ცილოვანი პროდუქტებისგან შედგება“. მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიაში გიჟდებიან გარუჯულ კანზე, მე ეს არ მომწონს. ვერიდები მზეს, იმიტომ, რომ მინდა ქერა ვიყო ფეხის ფრჩხილებამდე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები