LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერლინ მენსონმა კონცერტზე გონება დაკარგა

50

ცნობილმა როკ-ვარსკვლავმა მერლინ მენსონმა ჰიუსტონში მოწყობილ კონცერტზე დაკარგა გონება. მუსიკოსი ცნობილი ჰიტის Sweet Dreams შესრულებას გეგმავდა, თუმცა ცუდად გახდა და მართალია, სცენიდან ჩასვლა სცადა, მაგრამ მუხლები მოეკვეთა და პირდაპირ სცენაზე დაეცა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ფენებმა განაცხადეს, რომ მუსიკოსი კონცერტამდეც ცუდად გრძნობდა თავს და მაღალ ტემპერატურას უჩიოდა. სხვათა შორის, მენსონი გასულ წელსაც იძულებული გახდა მოულოდნელად შეეწყვიტა კონცერტი, როცა გამოსვლის დროს, სცენაზე დეკორაციის ჩამოშლის შემდეგ სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები