საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვით „ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა“.
„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“, – წერს მიხაელ როთი X-ზე.
Mayor @kakhakala,obviously you misunderstood something:
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 22, 2024
not NGOs or the young generation of Georgia plan a revolution but the ruling party of your country. The future of Georgia is free Europe not authoritarianism!
🇬🇪🇪🇺🫶🙏🏾pic.twitter.com/esHi7oVkp6