LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე ოპოზიციის კოორდინირებასა და შეთანხმებას აუცილებლობად მივიჩნევთ: გიგა ბოკერია

46
გიგა ბოკერია

„ევროპულ საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებში, მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე ოპოზიციის კოორდინირებასა და შეთანხმებას აუცილებლობად მიიჩნევს,“ – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

დასმულ შეკითხვაზე – იქნებიან თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი – ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცე-მერის კვოტა „ევროპულ საქართველოს,“ ბოკერიამ უპასუხა, რომ ეს გვარები, დიდი ხნის მანძილზე, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი მერობის კანდიდატად ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას წარადგენს

„ფორტუნას“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატურაზე მელიას მხარს მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და დიდი ალბათობით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაუჭერენ.

„ევროპულ საქართველოს“ აუცილებლად მიგვაჩნია, ამ არჩევნებზე, მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე ოპოზიციის კოორდინირება და შეთანხმება, როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში. ჩვენი აზრით,  ამ შეთანხმების მიღწევა დაგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.

იმედი გვაქვს და დაგეგმილია, რომ სულ ორიოდე დღეში, ყველა კითხვაზე, პასუხი გაცემული იქნება.  ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო. საბოლოო გადაწყვეტილებას ორიოდე დღეში ყველას მოგახსენებთ,“ – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g