LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერსედესის G-Class და მისი გაელექტროების გეგმა

196
mercedes

საიდუმლო არაა, რომ უმრავლესობა, ვინც Mercedes-Benz G-Class-ს ყიდულობს, ამას მისი სტატუსის გამო აკეთებს.

ის ხომ სიმდიდრისა და ფუფუნების საუკეთესო გამოხატულებაა, რომელიც გარკვეულწილად ჩრდილავს მისი მაღალი გამავლობის უნარებს.

გაუვალ გზებზე მგზავრობა, საოცარ ადგილებს განახებთ და ბუნებასთან ერთიანობას გაგრძნობინებთ. თუმცა, რა თქმა უნდა ასეთი თავგადასავლებისთვის ყველა მანქანა არ არის შესაფერისი.

Mercedes-Benz-ის CEO ოლა კალენიუსმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ელექტრო G Class-ი გაყიდვაში 2024 წლის ბოლომდე გამოვა.

კომპანიამ თავისი ფლაგმანის ელექტრო ვერსია, ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა. გასულ შემოდგომაზე კი, კელენიუსმა ელექტრომობილის პროტოტიპი სატესტო პოლიგონზე თავად გამოსცადა.

G-კლასის ელექტრო ვერსიის შექმნა აუცილებელი იყო, ბოლოს და ბოლოს ეს იმის გარანტიას იძლევა, რომ ავტომობილი ჩვენთან მომავალშიც დარჩება (რასაც ვერ ვიტყოდით შიდაწვის ძრავის შემთხვევაში).

ცნობილია ისიც, რომ 2030 წლისთვის მერსედესი მთლიანად ელექტრო მანქანებზე გადასვლას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები