LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერსედესმა“ საბავშვო ავტოსალონი გახსნა

benz

კომპანია Mercedes-Benz-მა პენსილვანიის შტატში მდებარე სავაჭრო ცენტრში პატარებისთვის განკუთვნილი შოურუმი გახსნა. იდეის ავტორების ჩანაფიქრით, ბავშვებს ცენტრში იგივე შეგრძნებები უნდა დაეუფლოთ, როგორიც ნამდვილი სადილერო ცენტრის მონახულებისას ექნებოდათ.

Lil Benz, სწორედ ასე ეწოდა ახალ დაწესებულებას, უამრავი სათამაშო ავტომობილით გაავსეს და მსურველებს მათი დატესტვაც შეუძლიათ. შოუ რუმში წარმოდგენილია CLA AMG, GLS, SLS AMG და G-Class.

თითოეულ ავტომობილს ფარები ენთება, ძრავის ჩართვის ღილაკი უმუშავებს და რაღა თქმა უნდა, ხმაურიანი სიგნალიც აქვს. „მერსედესის“ სადილერო ცენტრში მოხვედრილი პატარები გათამაშებაშიც ჩაერთვებიან და პრიზად ავტომობილის სხვადასხვა ფერებში შეღებვას ან მართვის მოწმობას მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g