LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

127
თეონა ჭელიძე
დღეს “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. დედაქალაქში ისნის მაჟორიტარობისთვის თეონა ჭალიძე იბრძოლებს. როგორც ჭალიძე აღნიშნავს, ის იზრუნებს რათა ისანი სოციალური სოლიდარობის სამაგლითო რაიონად იქცეს.

“ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მე არ ვარ მდიდარი ოჯახიდან, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და ისნის რაიონის მაცხოვრებლების ყოველდღიური პრობლემები. მე ვმუშაობდი ისნის რაიონის გამგეობაში, მანამ სანამ დღევანდელი “ ქართული ოცნების” ხელისუფლება გამანთავისუფლებდა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ 4 წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, შეიძლება ითქვას მე მათ მოვუგე სამივე ინსტანციის სასამართლო, ამით ვამაყობ. მე გავეცანი ისნის რაიონის მაცხოვრებლების პრობლემებს, ვიდრე ვმუშაობდი გამგეობაში და დღემდე არ გამიწყცეტია კონტაქტი ადგილობროვ მაცხოვრებლებთან.

ბევრ თქვენგანს სახეზე ვცნობ, ბევრსაც პირადად და დღეს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის გაჩერებული, მეც ისევე განვიცდი, როგორც თქვენ. განსაკუთრებით იმიტომ განვიცდი, რომ ვიცი ძალიან ბევრი მოქალაქის ოჯახი დარჩა ყოველდღიური საარსებო შემოსავლის გარეშე, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს, ეს იყო უგუნური გადაწყვეტილება. გპირდებით, რომ მე ვიზრუნებ ისნის რაიონი გახდეს სოციალური სოლიდარობის სამაგალითო რაიონი, სადაც იქნება პლატფორმა, რესურსები თანაბრად გადანაწილებული და პირობას ვდებ, რომ არცერთი ადამიანი ისნის რაიონში არ იქნება მშიერი, პირადად ვიზრუნებ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის, ბავშვების, ხანდაზმულების, მარტოხელა დედების და მამების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებებზე და მათი უფლებების დაცვაზე. ქალების მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მე, როგორც ქალს მინდა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სწორედ ქალებზე ორიენტირებული და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა გავატარო. მე მაქვს იმედი – ვაზისუბნელებო, ავლაბრელებო, მერვე ლეგიონის და მეტრომშენის მაცხოვრებლებო და რათმაუნდა ჩემო უბნელებო, ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ. გახსოვდეთ რომ თქვენი ერთი ხმა არის გადამწყვეტი, მეც ვიქნები ერთი ნომერი, გელოდებით არჩევნებზე” – თეონა ჭალიძე
magti 5g